(ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი)
EGMU (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი), შემოტანის საჭიროება და აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებამ განაპირობა - დღეს საჭიროა პიროვნებამ არა მარტო მიიღოს განათლება, არამედ ბავშვობიდან ისწავლოს საკუთარი ცოდნის გამოყენება და განივითაროს შესატყვისი უნარ-ჩვევები;

ტერმინი - ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი - გვიქმნის წარმოდგენას პიროვნებაზე და გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად:
ა) შედეგიანად; ბ) სწრაფად და გ) სწორად შეუძლია პიროვენბას საკუთარი ცოდნის გამოყენება, კონკრეტული სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება;

პიროვნების EGMU-ს გამოსათვლელი რთული ფორმულა და დახვეწილი ალგორითმი, ეფუძნება სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 12-წლიან წარმატებულ გამოცდილებას და მისი ავტორის (გოჩა ტყეშელაშვილი) საგანმანათლებლო სფეროში 25-წლიან მოღვაწეობას.

მოსწავლის პიროვნული EGMU-ს გამოთვლა, ეყრდნობა izrune.ge-ს ტექნიკურ ბაზას, რაც ყველა მოსწალისა და მშობლისთვის ხელმისაწვდომია.
ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევების შეფასებისა და გაუმჯობესების უნიკალური სისტემა
კონკრეტული შემაჯამებელი ტესტით პიროვნების EGMU

გამოითვლება ფორმულით  Q x T x P

Q - მოპოვებული ქულების შესატყვისი კოეფიციენტია;

T - დახარჯული დროის შესატყვისი კოეფიციენტია;

P - პასუხების კომბინაციის შესატყვისი კოეფიციენტია: სწორი, თავის შეკავება, არასწორი;

EGMU ცვლილებების არეალია, 1,00-დან 10,00-მდე (ჩათვლით).

EGMU ცვლილებების ბიჯია 0,01.

EGMU მაჩვენებლები:

გასაუმჯობესებელი: 1,01-დან - 4,00-ის ჩათვლით;

დამაკმაყოფილებელი: 4,01-დან - 5,00-ის ჩათვლით;

საშუალო: 5,01-დან 6,00-ის ჩათვლით;

კარგი: 6,01-დან - 7,00-ის ჩათვლით;

ძალიან კარგი: 7,01-დან - 8,00-ის ჩათვლით;

შთამბეჭდავი: 8,01-დან - 9,00-ის ჩათვლით;

ბრწყინვალე: 9,01-დან - 10,00-ის ჩათვლით.

EGMU-ს გამოთვლის უნივერსალური ფორმულა და ალგორითმი, საშუალებას იძლევა, გამოითვალოს როგორც პიროვნების ზოგადი EGMU ასევე კონკრეტულ საგანში პიროვნების EGMU.

EGMU-ს გამოთვლის უნივერსალური ფორმულა და ალგორითმი, საშუალებას იძლევა, გამოითვალოს, როგორც ზრდასრული პიროვნების ზოგადი EGMU ასევე ამავე პიროვნების EGMU კონკრეტულ პროფესიაში.