(ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი)
EGMU (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი), შემოტანის საჭიროება და აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებამ განაპირობა - დღეს საჭიროა პიროვნებამ არა მარტო მიიღოს განათლება, არამედ ბავშვობიდან ისწავლოს საკუთარი ცოდნის გამოყენება და განივითაროს შესატყვისი უნარ-ჩვევები;
ტერმინი - ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი - გვიქმნის წარმოდგენას პიროვნებაზე და გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად:
ა) შედეგიანად; ბ) სწრაფად და გ) სწორად შეუძლია პიროვენბას საკუთარი ცოდნის გამოყენება, კონკრეტული სიტუაციის შეფასება და
გადაწყვეტილებების მიღება;
პიროვნების EGMU-ს გამოსათვლელი რთული ფორმულა და დახვეწილი ალგორითმი, ეფუძნება სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 12-წლიან წარმატებულ გამოცდილებას და მისი ავტორის (გოჩა ტყეშელაშვილი) საგანმანათლებლო სფეროში 25-წლიან მოღვაწეობას.
მოსწავლის პიროვნული EGMU-ს გამოთვლა, ეყრდნობა izrune.ge-ს ტექნიკურ ბაზას, რაც ყველა მოსწალისა და მშობლისთვის ხელმისაწვდომია.
ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევების შეფასებისა და გაუმჯობესების უნიკალური სისტემა
კონკრეტული შემაჯამებელი ტესტით პიროვნების EGMU
გამოითვლება ფორმულით Q x T x P
Q - მოპოვებული ქულების შესატყვისი კოეფიციენტია;
T - დახარჯული დროის შესატყვისი კოეფიციენტია;
P - პასუხების კომბინაციის შესატყვისი კოეფიციენტია: სწორი, თავის შეკავება,
არასწორი;
EGMU ცვლილებების არეალია, 1,00-დან 10,00-მდე (ჩათვლით).
EGMU ცვლილებების ბიჯია 0,01.
EGMU მაჩვენებლები:
გასაუმჯობესებელი: 1,01-დან - 4,00-ის ჩათვლით;
დამაკმაყოფილებელი: 4,01-დან - 5,00-ის ჩათვლით;
საშუალო: 5,01-დან 6,00-ის ჩათვლით;
კარგი: 6,01-დან - 7,00-ის ჩათვლით;
ძალიან კარგი: 7,01-დან - 8,00-ის ჩათვლით;
შთამბეჭდავი: 8,01-დან - 9,00-ის ჩათვლით;
ბრწყინვალე: 9,01-დან - 10,00-ის ჩათვლით.
EGMU-ს გამოთვლის უნივერსალური ფორმულა და ალგორითმი, საშუალებას იძლევა, გამოითვალოს როგორც პიროვნების ზოგადი EGMU ასევე კონკრეტულ საგანში პიროვნების EGMU.
EGMU-ს გამოთვლის უნივერსალური ფორმულა და ალგორითმი, საშუალებას იძლევა, გამოითვალოს, როგორც ზრდასრული პიროვნების ზოგადი EGMU ასევე ამავე პიროვნების EGMU კონკრეტულ პროფესიაში.